თორნიკე რიჟვაძე - „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარისთვის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან მიმართებაში

აჭარა “მწვანე ზონა” გახდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკა „მედალფაში“ ორი ინფიცირებული მკურნალობდა, რომლებიც განიკურნენ და სამედიცინო დაწესებულებას მალე დატოვებენ.

„ბოლო ორი ინფიცირებული რეგიონში განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი და დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან.

ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ როგორც ეპიდრეგიონი იყო საკმაოდ მომატებული რისკის მატარებელი, ვინაიდან ჩვენთან მოეწყო რამდენიმე ათეული საკარანტინო სივრცე, ასევე აჭარა არის საზღვრისპირა რეგიონი, რომელიც იყო მაღალი რისკის მატარებელი, თუმცა ყველამ ერთად, საზოგადოების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და თვითშეგნებით შევძელით, რომ კარგად, ეფექტიანად გვემართა ეს პროცესი და დღეს გვქონოდა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი.

უსაფრთხო რეგიონის სტატუსი და „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან მიმართებაში. ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს დავიცვათ ის რეკომენდაციები და ძალიან ფრთხილად, მწყობრად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და წელს ვუმასპინძლოთ ტურისტებს.

ამ ყველაფრისთვის განსაკთრებული მადლობა ეკუთვნის მედიკოსებს, მთლიანად საზოგადოებას და ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის უწყებათაშორის საბჭოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ყველას კოორდინირებულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება დღეს ეს შედეგი გვქონოდა, რომელსაც ყველა ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან შესაძლოა, ეს შედეგი ნებისმიერ დღეს შეიცვალოს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაამარცხა 70-მა პაციენტმა.

თორნიკე რიჟვაძის კომენტარს აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო