ზუგდიდის სკოლის მასწავლებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე სკოლის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ხათუნა ქვარცხავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საკითხზე სკოლის სადისციპლინო კომიტეტი 24 მაისს იმსჯელებს. ხათუნა ქვარცხავამ, რომელიც ქიმიას ასწავლის, სოციალურ ქსელში დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებსა და ბოლო ზარის შესახებ დაწერა, სადაც ნათქვმი იყო, რომ უხარია, რადგან მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.

„ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არა მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, დიდ უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელისა და გვარის ხსენებაც მზარავს, თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 38-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში, ეს არის მთავარი და არა ვთქვათ, ქიმიისმცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში,“ - დაწერა ხათუნა ქვარცხავამ.

აღსანიშნავია, რომ ხათუნა ქვარცხავას ფეისბუქის გვერდზე ეს პოსტი უკვე წაშლილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა