ამერიკის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტი - აშშ-მა საქართველოს ნატო-ში შესვლას მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი, რათა მკაფიოდ აჩვენოს, რომ რუსეთს არ შეუძლია გაწევრიანებაზე ვეტოს დადება ქვეყნებში შეჭრის გზით

„საქართველო შავი ზღვის გასაღებია“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტი (USNI). სტატიის ავტორი ლეიტენანტი გრეის ჰოვარდი აშშ-ისთვის და მისი პარტნიორებისთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს განიხილავს. მისი მოსაზრებით, იმისთვის, რომ ამერიკამ ორ ფრონტზე კონფლიქტს აარიდოს თავი, მას უნდა ჰყავდეს პარტნიორები ისე მომზადებული, რომ თავად აღუდგნენ წინ რუსეთს. სტატიის თანახმად, რუსეთი ორიენტირებულია სამხედრო შესაძლებლობების გაზრდასა და საზღვრების გაფართოებაზე და ის თავს დაესხა კიდეც აშშ-ის პარტნიორებს - საქართველოსა და უკრაინას.

„რეგიონში წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, ნატო-ს პარტნიორების წვრთნასა და გაძლიერებასთან ერთად, ამერიკამ ასევე უნდა გააძლიეროს საქართველო და უკრაინა, რომლებიც არც ერთი ნატო-ს წევრი არ არის. განსაკუთრებით საქართველო, იდეალურია პარტნიორობის მშენებლობისთვის. ამ პატარა ქვეყანას სტრატეგიული მდებარეობა აქვს რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. მართალია, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა დამოუკიდებლობის მხრივ და დემოკრატიულ ზრდას განიცდის მაგრამ, ის მხურვალედ უჭერს მხარს შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად 2008 წლის რუსეთის მხრიდან შეჭრის შემდგომ, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, აშშ-ის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა და გააორმაგა ვალდებულებები ნატო-ში შესვლისთვის. აქვე მოყვანილია არგუმენტები თუ როგორი წვლილი შეჰქონდა საქართველოს ერაყისა და ავღანეთის მისიებში, რომ ის უდიდესი კონტრიბუტორია ამ მხრივ, გარდა ამისა საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს, რაც ნატო-ს წევრების მიმართ მოთხოვნების შესაბამისობაშია.

„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც გრძელვადიან მიზანს... რუსეთის მიერ ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია ქვეყნისთვის აშკარა დაბრკოლებას წარმოადგენს გაწევრიანების გზაზე, მაგრამ წევრობისკენ წინსვლაზე უარის თქმა ქმნის დაუცველობას და აშშ-ისთვის წარმოადგენს ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას… საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში რუსეთმა აჩვენა, რომ ის კომფორტულად გრძნობს თავს აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიებზე შეჭრისას, სანამ ისინი ნატო-ს წევრები არ არიან. შესაბამისად, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ნატო-ში შესვლას მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი, რათა მკაფიოდ აჩვენოს, რომ რუსეთს არ შეუძლია გაწევრიანებაზე ვეტოს დადება ქვეყნებში შეჭრის გზით. ეს გრძელვადიანი მიზანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია სტატიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს