„მოძრაობა მომავლისთვის“ წარმომადგენლებმა თემქასა და ორთაჭალაში დასახლებულ დევნილებს პროდუქტები გადასცეს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა მომავლისთვის“ მამუკა ხაზარაძისა და მისი ოჯახის ფინანსური დახმარებით, თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა მომავლისთვის“ პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ორგანიზაციამ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ბევრი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი განახორციელა.

„ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს თემქასა და ორთაჭალაში დასახლებულ დევნილების 150 ოჯახს გაუწიეს დახმარება პროდუქტებით, ტკბილეულითა და პირველადი მოხმარების ნივთებით. ორგანიზაციის მიზანია, იმ ადამიანების გვერდში დგომა, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში მხარდაჭერას საჭიროებენ,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს