შალვა კიკნაველიძე - მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც მათ ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სთავზობს

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ არგვეთაში მდებარე სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მეწარმეებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმასა და იმ შეღავათებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად დააწესა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მეწარმეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობასა და შეღავათთან დაკავშირებით, რომელთაც მათ ჩვენი ხელისუფლება აძლევს. მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ თითოეული ფერმერის მოტივირება, რათა სახელმწიფოს მხარდაჭერა მეურნეობების განსავითარებლად მიმართონ. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელთაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ხელისუფლება სთავზობს. ვაწარმოოთ ჯანსაღი, ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,"- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს