საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეების მხრიდან 260 შეტყობინება შევიდა, ძლიერი ქარის შედეგად 13 ავტომობილი დაზიანდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, 260 შეტყობინება დაფიქსირდა, აქედან 240 - თბილისში. მათივე ცნობით, არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება.

„შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო. დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში დაზიანდა 13 ავტომობილი. მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს