რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა და მთავრობამ ელჩების წმენდა დაიწყო

სალომე ზურაბიშვილმა და მთავრობამ ელჩების წმენდა დაიწყო. ჯერ გადაადგილებები მიმდინარეობს, მერე ბევრს მოხსნიან. მიზეზი მარტივია - რატომ ვერ „გაათეთრეს“ უცხოეთში ჩვენმა საელჩოებმა ხელისუფლების შავი იმიჯი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ ელჩების შეცვლასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მათი დიპლომატიური წარმომადგენლობისგან იღებენ და საქართველოს ელჩების შეცვლა უშედეგოა.

სალომე ზურაბიშვილმა და მთავრობამ ელჩების წმენდა დაიწყეს. ჯერ გადაადგილებები მიმდინარეობს, მერე ბევრს მოხსნიან. მიზეზი მარტივია - რატომ ვერ „გაათეთრეს“ უცხოეთში ჩვენმა საელჩოებმა ხელისუფლების შავი იმიჯი. რატომ ვერ ალამაზებენ ხელისუფლების მახინჯ სურათს დაქირავებული მხატვრები -ლობისტები. ელჩებს ხსნიან, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არაინფორმირებულები არიანო. პრეზიდენტის, მთავრობისა და დეპუტატების ამ განცხადებით, ვერ ხვდებიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ევროკავშირის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსს. ამერიკის კონგრესმენებს აქ მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია აქვთ ამერიკის ელჩისგან და საელჩოსგან, ევროკავშირს - ევროკავშირის წარმომადგენლობისგან. ევროპის ქვეყნების ოცდაათამდე საელჩოა საქართველოში, რომლებიც თავიანთი მთავრობების ინფორმატორები არიან. ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს საქართველოზე და თავისუფალი მედია არის ინფორმაციის მთავარი წყარო ინტერნეტისა და სოციალური ქსელის ეპოქაში. ამათ კი, თავზე დაცემული კრიტიკის ქარცეცხლი, საწყალ ელჩებს გადააბრალებს. იმათ თავიანთი გასაჭირიც ეყოფათ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ჟენევაში, ნატოსა და ავსტრიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება. ჟენევაში ელჩად ალექსანდრე მაისურაძე, ნატოში - ვიქტორ დოლიძე, ხოლო ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი ინიშნება.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს