მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ პაციენტს, რომელიც ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული, განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მოზარდია.

„სუბიექტური მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ასაკოვანია, ჩივილები მას რაიმე განსაკუთრებული არ აქვს, ტემპერატურაც ნორმა აქვს, ლაბორატორიული მონაცემებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ეტაპზე არ ვლინდება.

ჩვენთან ამ ეტაპზე სულ 35 დადასტურებული პაციენტია, კვლავ გვრჩება მძიმე სამი პაციენტი, სამივესთან რადიოლოგიურად მძიმედ გამოხატული განვითარებული პნევმონიაა, კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ლაბორატორიული მონაცემებიც მიყვება, მაგრამ რადიოლოგიური მონაცემებით ჯერ არ გვაქვს გაუმჯობესება, განსაკუთრებით ერთ პაციენტთან რომელიც იყო კრიტიკული და მაღალი ასაკის პაციენტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერჯერობით პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ. ვნახოთ რადიოლოგიური მონაცემები როგორი იქნება და საბოლოოდ შემდგომში ვიტყვით ამ პაციენტების მდგომარეობის შესახებ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები, დააახლოებით, 70 პროცენტში არის პნევმონია, დანარჩენებში პნევმონია არ გვაქვს, ამიტომ უკვე შეიძლება, განვიხილოთ ესენი, როგორც მსუბუქი პაციენტები. ამიტომ ველოდებით მათთან მონიტორინგის მონაცემებს ვირუსის ელიმინაციას, ანუ როდის მოხდება ვირუსის გაქრობა“ , - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო