თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი რჩება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია 24 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 15 პირი.

რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი, ხოლო თერაპიულ განყოფილებაში მოთავსებულია 23 ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 730-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 522 ადამიანი. გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 3076 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 326 ადამიანია. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია ქვეყნის 3 მოქალაქე.

იხილეთ ვიდეო: თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი რჩება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო