თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის კვირეულის დასკვნითი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის კვირეულის დასკვნითი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს.

„სლოგანით - გვახსოვს, ვმოქმედებთ რადგან ჩვენი ცხოვრება აივ-ზე მეტია, 2020 წელს მთელს მსოფლიოში აღინიშნება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომელიც მოგვიწოდებს - არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ დაღუპულთა მოგონებით და აქტიურად ჩავებათ მოქმედებაში აივ/შიდსის პროფილაქტიკის, მკურნალობის, შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და სხვა პრობლემების გადასაწყვეტად“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველომ ამ დღის აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო და უკვე 24 წელია უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ამ დღის აღნიშვნა არა მარტო აივინფექციით გარდაცვლილთა გახსენება, არამედ კიდევ ერთი შეხსენებაა მთავრობისა და მოსახლეობისათვის რომ აქტიური ქმედებებია საჭირო იმისათის, რომ დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!

„დღეს, COVID-19 პანდემიით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში ვერ ხერხდება ამ დღის ფართომასშტაბიანი აღნიშვნა, რის გამოც შიდსის ცენტრი მხოლოდ მცირე აქტივობებით შემოიფარგლა. კამპანიის, რომელიც შიდსის ცენტრმა 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით განახორციელა და 24 მაისს ტრადიციულად წითელი ლენტის აქციით დაასრულა, მიზანია კიდევ ერთხელ მიიპყროს ქვეყნის მთავრობის და მთლიანად საზოგადოების ყურადღება ამ სერიოზულ პრობლემასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ აივ/შიდსის რეალური საფრთხე.

2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობამ 8300 მიაღწია. 1600-ზე მეტი ადამიანი გრდაიცვალა შიდსით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა