25 მაისიდან დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობას განაახლებს

დევნილთა და ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით 25 მაისიდან განაახლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომლებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მისაღებ ცენტრში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის პროცედურის გავლის შემდეგ. დამონტაჟდება მინის ბარიერები და დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

„25 მაისიდან, ასევე სრულად აღდგება, კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით შეჩერებული მონიტორინგისა და დაკანონების ჯგუფების სამუშაო ვიზიტები. თხოვნით მივმართავ იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელი შეუწყონ ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს