თბილისის საქალაქო სასამართლო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ, ფიზიკური ძალადობის ფაქტს ედავებიან.

საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს