მთავრობის ადმინისტრაციასთან დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან, ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების ნებართვების გაუქმების და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, ჰესების მშენებლობა კლიმატის ცვლილებასა და უნიკალური ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიების დაკარგვას გამოიწვეს.

„რაჭა-ლეჩხუმში დიდი ჰესების მშენებლობა ისევე როგორც საქართველოში, დიდი ტრაგედიების წინაპირობაა, რადგან სეისმურად აქტიური ზონაა. მათი ნგრევა ათასობით ადამიანის სიცოცხლეს მოსპობს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობის და უნიკალური ტურისტული პოტენციალის დაკარგვას გამოიწვევს. ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ ცალკეულმა პირებმა, მათ შორის ივანიშვილმა დამატებით ასობით მილიონი იშოვოს“ , - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს