მედია - პაკისტანში ჩამოვარდნილი ბოინგი, პირველი დაჯდომის დროს, შესაძლოა, სამჯერ წამოედო დასაფრენ ზოლს

პაკისტანში, ყარაჩიში ჩამოვარდნილი „პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგი, დაფრენის პირველ ჯერზე, შესაძლოა, სამჯერ წამოედო დასაფრენ ზოლს. ამის შესახებ ტელეკომპანია „Geo TV“ პაკისტანის სამოქალაქო ავიაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პირველი დაჯდომის დროს, შესაძლოა, ძრავი სამჯერ წამოედო დასაფრენ ზოლს, რასაც ადასტურებს ზოლზე დატოვებული კვალი, რის შესახებაც სამმართველოს ანგარიშშია საუბარი. ექსპერტების ინფორმაციით, ზედაპირთან კონტაქტის შედეგად, შესაძლებელია, მწყობრიდან გამოსულიყო საწვავის მიწოდების სისტემა.

ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ავიაკატასტროფის შემსწავლელი კომისია მუშაობას სამ თვეში დაასრულებს.

ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში 91 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა