ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც სასამართლოს წინაშე მოქმედი სახელმწიფოს მეთაური წარსდგა. ბრალდების მხარე ნეთანიაჰუს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში სდებს ბრალს.

აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ბრალდების მხარეს საქმეზე 300-ზე მეტი მოწმე ჰყავს დარეგისტრირებული. სპეციალისტების მტკიცებით, გამოძიება სულ მცირე რამდენიმე თვე გაგრძელდება და ის შესაძლოა, 2 წლამდეც კი გაიწელოს. ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულისთვის ბრალდებული პრემიერ-მინისტრი ვალდებული არაა თანამდებობიდან გადადგეს. გასამართლების შემთხვევაშიც კი, ნეთანიაჰუს გადადგომის ვალდებულება იქამდე არ აქვს, ვიდრე რაიმე სახის აპელაცია იარსებებს.

იხილეთ ვიდეო: ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა