8 მარტის შემდეგ დღეს, პირველად, რომის პაპი მრევლს სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან მიესალმა

რომის პაპი ფრანცისკე კორონავირუსის გამო, მარტის დასაწყისიდან შემოღებული საგანგებო ზომების შემდეგ, დღეს პირველად მიესალმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან.

პონტიფიკოსმა ეს ტრადიციული ჟესტი ბოლოს 8 მარტს შეასრულა, როდესაც მან პირველად მიმართა კათოლიკეებს პაპის ბიბლიოთეკიდან არა სამოციქულო სასახლიდან, არამედ პირდაპირი ეთერით ინტერნეტტრანსლაციის საშუალებით.

მორწმუნეები პაპს აპლოდისმენტებითა და შეძახილებით შეხვდნენ.

ვატიკანმა 10 მარტს მთელი რიგი საგანგებო ზომები მიიღო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ იყო მიმართული. ტურისტებისთვის დაიკეტა წმინდა პეტრეს ტაძარი და ტაძრის წინ მდებარე მოედანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო