შვედეთში 5G ქსელი პირველად გააქტიურდა

ტელესაკომუნიკაციო ჯგუფმა Tele2 შვედეთში პირველი ყველასთვის ხელმისაწვდომი მობილური კავშირის მეხუთე თაობის (5G) ქსელი გაააქტიურა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სტოკჰოლმში აბონენტებს 5G-ით სარგებლობა უკვე დღეიდან შეეძლებათ. გიოტებორგსა და მალმეში კი ამის შესაძლებლობა 24 ივნისამდე მიეცემათ. შემდეგ კი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაფართოვდება.

5G-ის ქსელი მონაცემების გადაცემის სისწრაფეს უზრუნველყოფს წამში ერთი გიგაბიტის სიჩქარით, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე თანამედროვე 4G-ის ქსელი.

მედიის ინფორმაციით, კომპანიამ Tele2 დაასწრო ტავის კონკურენტებს - Telia და Ericsson-ს, რომლებიც ამ უახლესი ქსელის გაშვებას ორშაბათისთვის გეგმავდნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს