ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დისტანციურად აღნიშნა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ვებინარი თემაზე: “ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო’’ გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ვებინარს პროფესორი კონსერვაციული ბიოლოგიისა და პოპულაციური ეკოლოგიის მიმართულებით, თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე უძღვებოდა, რომელმაც ბიომრავალფეროვნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, ასევე მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარი გამოწვევების და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზების, მაგალითებისა და შედეგების შესახებ.

მათივე ცნობით, ვებინარზე მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

„2020 წელს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის სლოგანი “ჩვენი ხსნა ბუნებაშია”, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი მჭიდრო კავშირი ბუნებასთან. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების და მისი დაცვის მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ყოველი ჩვენთაგანისთვის იმის შეხსენებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი მომავლის აშენება. 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მდგომარეობის გამო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. სწორედ დისტანციურად მოხდა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაც. ჩატარდა კონკურსები: სკოლის მოსწავლეებისათვის ჩანახატების კონკურსი,,ბიომრავალფეროვნების როლი ჩვენს ცხოვრებაში ” ხოლო ნებისმიერი მსურველისთვის გრაფიკული პოსტერების კონკურსი სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“. ასევე ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ გამოქვეყნდა შემეცნებითი პოსტები და რჩევები, რომ ვიცოდეთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება და შემოვუნახოთ ის მომავალ თაობებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა