შალვა კიკნაველიძე - ჩემთვის საამაყოა, რომ ზესტაფონში მოყვანილი და წარმოებული ღვინო ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე

პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ პირველ სვირში, დავით ნიქაბაძის ოჯახურ მეურნეობას ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უმრავლესობის დეპუტატმა სვირის მიკრო ზონაში მოყვანილი იმერული ჯიშის ღვინო დააგემოვნა და ადგილობრივ მეწარმეს იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა დახმარებითაც ბიზნესის მეტად განვითარების საშუალება ექნება.

„დღეს ვიმყოფებით უნიკალურ ადგილას, დავით ნიქაბაძის მარანში, რომელიც იმერული წესით დაყენებულ ციცქას, ცოლიკოურს, კრახუნას, ძველშავს და ოცხანურ საფერავს აწარმოებს. ჩემთვის საამაყოა, რომ ზესტაფონში მოყვანილი და წარმოებული ღვინო ამერიკასა და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე. დავით ნიქაბაძეს მივაწოდეთ ინფორმაცია ხელისუფლების მიერ ინიცირებულ იმ პროგრამებზე და შეღავათებზე, რომელთა საშუალებითაც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას შეძლებს. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და მაქსიმალურად ჩაერთონ სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში. ხელისუფლება ყველა იმ მეწარმის მეგობარი და პარტნიორი იქნება, რომელიც ქართული პროდუქციის წარმოებითა და რეალიზაციით დაინტერესდება" , - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა