დიდ ბრიტანეთში სკოლების ნაწილი 1-ელ ივნისს გაიხსნება

დიდ ბრიტანეთში სკოლების ნაწილი 1-ელ ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის განცხადებით, მათ სურთ, რომ ბრიტანელი ბავშვები საკლასო ოთახებში დააბრუნონ, თუმცა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.

პირველ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში სკოლები იმ მოსწავლეებისთვის გაიხსნება, რომლებიც დაწყებით საფეხურზე სწავლობენ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სკოლებს სპეციალური გაიდლაინები ექნებათ, როგორ უნდა გაიხსნას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების უსაფრთხოება.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 114 ადამიანი დაიღუპა, რაც მარტის ბოლო რიცხვების შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ვირუსით ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 36 700-ს აჭარბებს. დიდ ბრიტანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 2405 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო რიცხვმა 259 500-ს გადააჭარბა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა