ვიაჩესლავ ვოლოდინი - ჩვენი უპირატესობა ჩვენი პრეზიდენტია, თუმცა აშშ ცდილობს, ვლადიმერ პუტინის მიმართ ხალხის ნდობას ძირი გამოუთხაროს

აშშ ცდილობს, კონტროლირებადი მედიის, ბლოგერებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოყენებით ვლადიმერ პუტინის მიმართ რუსეთის მოქალაქეების ნდობას ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ის პროგრესი და უპირატესობა აღიზიანებს, რასაც რუსეთმა ვლადიმერ პუტინის დამსახურებით მიაღწია.

„ჩვენმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთი სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ვაძლიერებთ და ამიტომ ისინი ჩვენს უპირატესობას თავს ესხმიან. ჩვენი უპირატესობა ჩვენი პრეზიდენტია, რომელიც მოქალაქეების მხარდაჭერით სარგებლობს და აშშ ამ ნდობის ძირის გამოთხრას ცდილობს,“- განაცხადა ვოლოდინმა.

ცნობისათვის, სახელმწიფო დუმის სპიკერის განცხადებამდე რუსეთის საელჩომ აშშ-ში გამოცემა „ბლუმბერგს“ მოუწოდა, ვლადიმერ პუტინის რეიტინგის შესახებ ცრუ ინფორმაციის გამო ბოდიში მოეხადა. დიპლომატების განმარტებით, ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ნდობის რეიტინგი 27%-ია, რეალურა კი ეს მაჩვნებელი 67.9%-ია.

ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა