საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში დღეს არის დაბარებული

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში 25 მაისს არის დაბარებული.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

„უკრაინაში საქართველოს ელჩი უკვე ჩამოვიდა, ორკვირიანი კარანტინი უსრულდება ორშაბათს და არის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული. ჩვენ გავივლით ყველა დეტალს, მათ შორის ყველა ძირითად საკითხზე რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან და ჩვენს ურთიერთობებთან სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მიმართებაში. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვაგრძელებთ უკრაინასთან სტრატეგიულ ურთიერთობას და ეს გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა იმ სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა და გვჭირდება ანალიზი თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობა,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა 22 მაისს პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში დღეს არის დაბარებული

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა