რომან კაკულიას განცხადებით, პრემიერის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ეკონომიკურ საკითხებზე დახურული შეხვედრა გაიმართება, რომელზეც პოლიტიკურ ძალებს „ინდივიდუალურად“ მიიწვევს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, კომიტეტში დახურული შეხვედრის გამართვას გეგმავს, რომელზეც ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მიიწვევს. როგორც კაკულიამ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ვინაიდან ეს იქნება კომიტეტში შეხვედრა და არა საკომიტეტო მოსმენა, ის თავად შეარჩევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც შეხვედრაზე დასწრებას შესთავაზებს.

„ჩვენ ძალიან მალე ველოდებით პრემიერის მოსვლას პარლამენტში. ამის შემდეგ ვგეგმავ, რომ კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავმართო შეხვედრა. ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს დახურული შეხვედრა. მე მივმართავ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, ვისაც საქმიანი საუბრის სურვილი აქვს. ეკონომიკის მინისტრს ვთხოვ, რომ მოვიდეს, ალბათ სოფლის მეურნეობის მინისტრსაც და ასეთი შეხვედრა ვფიქრობ, რომ დროა გაიმართოს კომიტეტში. თუმცა მე არ ვამბობ, რომ საკომიტეტო სხდომებზე საკითხებზე მსჯელობა არ იქნება, ესეც იქნება, მაგრამ მგონია, რომ თავიდან პირველი შეხვედრა უფრო საქმიანი და შინაარსიანი იქნება, თუ ჩვენ ამას დახურულ ფორმატში გავაკეთებთ. ვიტოვებ უფლებას, ინდივიდუალურად პირველი მოსმენისთვის შევარჩიო ის ადამიანები, ვისაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში აქვს კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებზე საუბრის. შეთავაზებას ყველას ინდივიდუალურად გავუკეთებ,“-განაცხადა კაკულიამ.

იხილეთ ვიდეო:პრემიერის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ეკონომიკურ საკითხებზე დახურული შეხვედრა გაიმართება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს