რუსეთში, ერთ დღეში, კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 353 427-ს მიაღწია.

ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 92 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3633 შეადგინა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 118 798 ადამიანი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 230 996-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში, ერთ დღეში, კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 ადამიანი დაიღუპა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა