ლევან გოგიჩაიშვილი - ვერ წარმომიდგენია, გიორგი გახარიას ენერგია ეყოს იმისთვის, რომ ოპოზიცია გახდეს - თუ ბატონმა ბიძინამ მისი შეცვლა გადაწყვიტა, წინააღმდეგობის რესურსს ვერ ვხედავ

ასეთი გამოთქმაა - „ერთი ბარტყი გადმოაგდე" - მოხსნას გიორგი გახარიამ მაგალითად, შს მინისტრი და მივხვდებით, რომ მას რეალურად უჭირავს მთავრობა,- ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან პრემიერ- მინისტრის შესაძლო შეცვლის და მისი ოპოზიციაში გადასვლის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა, გიორგი გახარიამ ფსევდო- ოპოზიცია შექმნას და აცხადებს, რომ ამისთვის მას რესურსი არ ეყოფა.

„ერთი რამ შეიძლება ითქვას, ივანიშვილს არ უყვარს მის წიაღში ადამიანების იმგვარად განვითარება, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური წონა გაუჩნდეთ. პრემიერს ველოდებით პარლამენტში, რომელთანაც ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და ბატონი გახარია იქნება თუ შემდგომ მისი შემცვლელი, კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს „ქართულ ოცნებას". „ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს პასუხისგებლობა და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის ამ სისტემის შემქმნელი. ეს სისტემა არის მანკიერი, კანონს მიღმა სისტემა და არ პასუხობს ჩვენს კონსტიტუციას.

ვერ წარმომიდგენია, ბატონ გიორგის ენერგია ეყოს იმისთვის, რომ ოპოზიცია გახდეს. თუმცა, თუ ბატონმა ბიძინამ მისი შეცვლა გადაწყვიტა, წინააღმდეგობის რესურსს ვერ ვხედავ ბატონ გიორგიში. თუ ბატონ გახარიას უნდა იყოს პრემიერ- მინისტრი, ასეთი გამოთქმა არის „ერთი ბარტყი გადმოაგდე" - მოხსნას მაგალითად, შს მინისტრი და მივხვდებით, რომ მას რეალურად უჭირავს მთავრობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უძახეს ამას საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს არის სუპერსაპრემიერო რესპუბლიკა. უნდა, დაამტკიცოს გახარიამ, რომ ის არის პრემიერ- მინისტრი? - გაუშვას ეკონომიკის, შს მინისტრი და მოიყვანოს თავისი კადრი,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, მისი ფრაქცია პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ელოდება და მასთან ბევრი შეკითხვა ექნება.

„გუშინ ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა, რომ ჩვენ გვექნება 41 შეკითხვა, ოღონდ რა შეკითხვები გვექნება, დავიტოვებთ საიდუმლოდ ამ ეტაპზე. სჯობს, მათ არ იცოდნენ, რა კითხვების დასმას ვაპირებთ, მაგრამ კითხვები იქნება ბევრი და იქნება პოლიტიკის ირგვლივ და არა სამეურნეო დარგების შესახებ,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა