ანრი ოხანაშვილი - თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, პროექტის ჩაგდება მათი პასუხისმგებლობა იქნება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, პროექტის ჩაგდება მათი პასუხისმგებლობა იქნება.

მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულად იქნება შესრულებული.

"ოპოზიციური ჯგუფები ვერ მოიხსნიან იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ ეკისრებათ, თუ ისინი გავლენ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული შეთანხმებიდან. შეთანხმება შედგა, შეთანხმება ჩვენი მხრიდან სრულად იქნება შესრულებული, ვინაიდან ჩვენ მოვახდინეთ პროექტის ინიცირება და მისი განხილვა პარლამენტში უნდა დაიწყოს. შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ. რაც შეეხება არაკონსტიტუციურ მოწოდებებს, რომ თურმე სასამართლო სისტემაში პოლიტიკა უნდა შევიტანოთ, ვინმემ უნდა გაბედოს და ჩაერიოს, ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, რადგან ასეთი რამ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი და არაკონსტიტუციურია. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ ვინმე შეთანხმებულიყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არაკონსტიტუციურ საკითხზე", - განაცხადა ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ჩავარდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები?! - უმრავლესობა და ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე საუბრობენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს