ანრი ოხანაშვილი სტრასბურგში განხილულ საქმეებზე - ოპოზიციას მოვუწოდებ, კომიტეტის სხდომას დაესწრონ, მათი მხრიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის ბოდიშის მოხდა, სიმბოლურიც იქნება

ფაქტია, რომ ოპოზიციური ჯგუფები, ის ჯგუფები, რომლებიც უფლებების დაცვაზე და რეფორმებზე თავს იწონებდნენ, განხილვებს არ ესწრებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. მან ოპოზიციას კომიტეტის განხილვებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„არ გვიკვირს, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციური ჯგუფები, ის ჯგუფები, რომლებიც უფლებების დაცვაზე და რეფორმებზე თავს იწონებდნენ, განხილვებს არ ესწრებიან. როგორც ჩანს, გარკვეული კომპლექსი აქვთ იმის, რომ თვალი არ გაუსწორონ იმ ანგარიშებსა და უფლებების იმ დარღვევებს, რომელიც მათი ხელისუფლების პირობებში იყო. მოვუწოდებ მათ, დაესწრონ კომიტეტის განხილვებს, ჩაერთონ ამ პროცესში და თვალი გაუსწორონ იმ დარღვევებს, რაც მათ განახორციელეს. სიმბოლურიც იქნება მათი მხრიდან ბოდიშის მოხდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვის მიმართაც გამოტანილია სწორედ ეს გადაწყვეტილებები. არაერთ გახმაურებულ საქმეს შეეხება, მაგალითად, სულხან მოლაშვილის უფლებების დარღვევას, საუბარია, ბათიაშვილის უფლებების დარღვევაზე, საუბარია „ენუქიძე-გირგვლიანის საქმეზე“ სიცოცხლის უფლების ხელყოფასთან მიმართებით, ასევე არაერთი საქმე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილ უმძიმეს დარღვევებს უკავშირდება, სწორედ მკურნალობის არაადეკვატურობას, რასაც სიტყვა-სიტყვით იყენებს სტრასბურგის სასამართლო, შესაბამისი ძალოვანი უწყების მხრიდან განხორციელებულ წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, სიცოცხლის უფლების ხელყოფას და სხვა პროცედურულ დარღვევებს. ამიტომ, საინტერესოა, თუ ექნებათ მათ პოზიციები ამასთან დაკავშირებით. თუმცა, სიმბოლურია, რომ ისინი კომიტეტის დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე 2019 წლის ანგარიში ძირითადად, 2012 წლამდე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ჩადენილ მძიმე და უხეშ დარღვევებს ეხება.

“ჩვენ ერთგულნი ვართ იმ სამართლებრივი პრინციპებისადმი, რომელიც ევროპულ სამართლებრივ სივრცეს აერთიანებს, ასევე ერთგულნი ვართ იმ უფლებების დაცვისადმი, რომელიც პრინციპულია ევროპული კონვენციისთვის და აუცილებელია. ეს შეეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ასე შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ამ უფლებების დაცვის ერთგული. ამიტომაც, საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ამ ანგარიშებში ძირითადად ვხვდებით 2012 წლამდე ადამიანის უფლებების თვალსაზრისთ ჩადენილ მძიმე და უხეშ დარღვევებს. საუბარია, სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, წამების აკრძალვის ხელყოფაზე, სასამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების დროს. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, გავატარეთ და ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ადამიანის უფლებების სტანდარატის გაუმჯობესების თვალსაზრისით. გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლო სისტემის თვალსაზრისით, პროკურატრურასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებებმა უზრუნველყო, რომ პროკურატურა აღარ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს, არამედ არის დამოუკიდებელი ორგანო. ჩვენ შევქმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანის სამსახურია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, 2012 წლიდან 2020 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში განსახილველი საქმეების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა