რატი იონათამიშვილი სტრასბურგში განხილულ საქმეებზე - „ნაცმოძრაობას“ პასუხისმგებლობის აღების შნო რომ ჰქონდეს, კომპენსაციებს, რასაც სახელმწიფო იხდის, თვითონ უნდა იხდიდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მათი ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის კომპენსაცია გადაიხადოს. მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიშზე ისაუბრა და განმარტა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მემკვიდრეობა უნდა აღიაროს.

„ალბათ, სტრასბურგის ევროპული სასამართლო ყველაზე მეტად ააშკარავებს, რა არის სინამდვილე, როგორია რეალობა. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს რეალობა არის ის, რომ ეს ორგანიზაცია 53 საქმეზე ყავს გასამართლებული, სადაც ადამიანის უხეში და სასტიკი დარღვევები გამოვლინდა. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ძირითადი მუხლები, რაც ამ საქმეებში მეორდება, კონვენციის 1-ლი, მეორე, მეხუთე, მეექვსე მუხლებია, ანუ ის მუხლები, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, სიცოცხლის ხელყოფას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება, ანუ ფუნდამენტურ უფლებებს, რომელსაც ერთი ხელის მოსმით ფუნდამენტურად ლახავდნენ მაშინდელი ხელისუფალნი. ამ ტვირთს დღემდე იხდიან ჩვენი მოქალაქეები კომპენსაციის სახით, რომელიც მილიონობით ლარია. ათასობით საქმე, რომელიც მაშინ სტრასბურგში იგზავნებოდა, ამ საქმეების უკან გმირი ადამიანები და ოჯახები იდგნენ. კარგად გვახსოვს, როგორ მძიმედ უხდებოდათ მათ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიემართათ. თუ ამ ოჯახებს ოჯახის წევრები პატიმრობაში ჰყავდათ, ისინი ფაქტობრივად იმ ხელისუფლების მძევლები იყვნენ და მიდიოდა პირდაპირ შანტაჟი, რომ მათ სტრასბურგის სასამართლოდან საქმეები გამოეხმოთ. იყო ისეთი შემთხვეევბიც, როდესაც მსგავსი ისტორიები ადამიანის სიკვდილითთ მთავრდებოდა და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვახსოვს, არასდროს დაგვავიწყდება. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან ხშირად, ამ დროს ისიც გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ როგორი შტურმი და აგრესია მიიტანეს სტრასბურგის სასამართლოზე და როგორ ლანძღავდნენ მას. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითი, რადგან ისინი ორმაგი სტანდარტის მეხოტბეები არიან“,-განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი შეფასებით, არ შეიძლება, ერთდროულად ევროპული ღირებულებების მატარებელი იყო და თან სტრასბურგის სასამართლოს მიმართ აგრესიიით იყო განწყობილი.

„ეს საქმეები მართლაც ძალიან მძიმე მოსასმენია კიდევ ერთხელ ჩემთვის და ალბათ, ნებისმიერი მოქალაქისთვისაც. საქმეები კიდევ არ არის დასრულებული, ჩვენ 2019 წლის ანგარიშს ვისმენთ და 2020 წელს კიდევ რამდენიმე საქმეზე დადგინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი დანაშაული, აქედან გამოვყოფ „ციხის ბუნტის საქმეს“, სადაც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაზეც კი გაამახვილა ყურადღება სტრასბურგის სასამართლომ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ადამიანებს ელემენტარულად მორალური პასუხისმგებლობის აღების შნო რომ ჰქონდეთ, იმ კომპენსაციებს, რასაც დღეს ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფო იხდის, ვალდებულები უნდა იყვნენ, თვითონ გადაიხადონ ჩადენილი დანაშაულის გამო, რადგან ეს მემკვიდრეობა მათ უნდა აღიარონ. ისინი ამ დანაშაულების არა მარტო ჩამდენები, არამედ ორგანიზატორებიც იყვნენ“,-განაცხადა იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა