იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

იპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი პირობები, იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა მოგვეხსნა. ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ ეს კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ“, - აღნიშნა აბემ.

იაპონიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა მკაცრი ზომები შენარჩუნდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოშიც.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსის 16 550 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 820 პაციენტი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს