ეკა ბესელიას განცხადებით, არსებულ ვითარებას, სავარაუდოდ, მხოლოდ ის გამოასწორებს, თუ საქართველო შეცდომას აღიარებს და ელჩს უკრაინაში დააბრუნებს

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა იყო დიდი შეცდომა და არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი. მისივე განცხადებით, მსგავს ზომებს ქვეყნები საომარი მდგომარეობის ან რაიმე განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობის დროს მიმართავენ.

ამასთანავე, ბესელიამ აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებას სავარაუდოდ, მხოლოდ ის გამოასწორებს, თუ საქართველო შეცდომას აღიარებს და ელჩს უკრაინაში დააბრუნებს.

„რა თქმა უნდა, მეც მივეკუთვნები იმ პოლიტიკოსთა რიცხვს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. არაპოლიტიკური და არადიპლომატიური ნაბიჯი და ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, არსებობდა რაღაც საფუძველი განაწყენების თუ უსიამოვნო აღქმის იმ გადაწყვეტილების გამო, რაც იყო მიღებული უკარინის სახელმწიფოსა და პრეზიდენტის მხრიადან, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო საპირწონე ქვეყნებს შორის ურთიერთობის და არ შეიძლებოდა დაზიანებულიყო ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ამ გადაწყვეტილების გამო. უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალიან ბევრ ინტერესთა თანხვედრის გამო. ამიტომ ელჩის გამოწვევა არის უკიდურესად აგრესიული და რადიოკალური ნაბიჯი, დაახლოებით ისეთი, როგორსაც წინასაომარი მდგომარეობის დროს იყენებენ ქვეყნები ან რაიმე განსაკუთრებული, რთული დაძაბული ურთიერთობის დროს. ამიტომ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მე მგონია, რომ იყო არასახელმწიფოებრივი და გაუაზრებელი ქმედება. რა გამოასწორებს ამას ? ალბათ, ერთადერთი ის, რომ შეეცადო სახელმწიფოებრივ დონეზე შეცდომა აღიარო და შედეგ გადადგა ნაბიჯი, რომ ელჩი დაბრუნდეს იქ, სადაც ის უნდა იმყოფებოდეს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საგარეო უწყებამ დღეს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრა გამართა.

"დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა