გია ვოლსკი - გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერია, თავდადებული ქვეყნისთვის და ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური სპეკულაციაა, რომლის უკან დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან.

მისი თქმით, გიორგი გახარიას სახით სახელმწიფოს შესანიშნავი კადრი ჰყავს.

"საარჩევნო პერიოდი როგორც კი დგება და მნიშვნელოვანი პროცესები ხდება ქვეყანაში, რასაკვირველია, იწყება საუბარი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაბალ, შუა და ახლა უკვე მაღალ რგოლებსაც გადაწვდნენ. მე ვფიქრობ, შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, ელჩები დაინიშნა ახალი, უნდა ვიფიქროთ საკადრო ცვლილებებზე შერიგების საკითხთა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. პრემიერ- მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ასეთი სკანდალური ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, სრულად არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლის უკანაც დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან. ჩემი აზრით, გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერ- მინისტრია, თავდადებული თავისი ქვეყნისთვის და საკმაოდ კომპეტენტური ყველა მიმართულებით, ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

იხილეთ ვიდეო:იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები? - უმრავლესობასა და ოპოზიციაში პრემიერის შეცვლის საკითხზე საუბრობენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო