გია ვოლსკი - რუსეთი არის აგრესიული ძალა და ამ ვითარებაში, როდესაც შიგნით პრობლემები დაუგროვდა, დიდი ალბათობით, შეუძლია ეს აგრესია გარეთ გადმოიტანოს

რუსეთი არის აგრესიული ძალა და ამ ვითარებაში, როდესაც შიგნით პრობლემები დაუგროვდა, დიდი ალბათობით, შეუძლია ეს აგრესია გარეთ გადმოიტანოს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კრემლის შესაძლო ახალი აგრესიის შესახებ.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხასიათი არ შეცვლილა.

„სწორედ ამიტომ არის, რომ ის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს იხდის ამ სერიოზული ეკონომიკური სანქციების პირობებში”, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ Financial Times-მა საქართველოს პრეზდენტის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილი, „მიუხედავად პანდემიური კრიზისისა, რომელიც ახლა ბლოკში არსებობს, ევროკავშირის ლიდერებს უფრო მჭიდრო კავშირისკენ მოუწოდებს".

გამოცემის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი გაფრთხილებას იძლევა, რომ რუსეთის მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ბრძოლა და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ნავთობის ფასების დაცემით, შეიცავს რისკს გამოიწვიოს კრემლის ახალი აგრესია მის საზღვრებს გარეთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო