სერგი კაპანაძე საგარეო უწყების განცხადებას, რომ კიევში ელჩი იმის მიხედვით დაბრუნდება, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინა, კატასტროფას უწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება მავნებლობაზე მორიგი მავნებლობის დამატებაა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უწყება დააკვირდება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის შედეგად მიიღებენ ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, მსგავს დამოკიდებულებას ქვეყანა ჩიხში შეჰყავს.

„გამოწვევა ხომ მავნებლობა იყო და ახლა მუქარის ტონით იმის თქმა, რომ იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს უკრაინა დანიშვნებთან დაკავშირებით, იტყვიან უნდა დააბრუნონ თუ არა ელჩი, არის კატასტროფა. რა გამოდის, თუ მაგალითად, სააკაშვილს, ან სხვა ქართველებს, რომლებიც დაინიშნენ, ბოლო პერიოდში ხომ რამდენიმე დანიშვნა იყო, თუ ამ დანიშვნებს არ შეცვლიან, ე.ი. ელჩს უკან არ დავაბრუნებთ და უკრაინასთან ურთიერთობას გავაფუჭებთ? სწორედ ამიტომ არიან ესენი მოსაშორებელი, რომ არ გადააყოლონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კონკრეტულ ამბიციებს, გეგმებს და ერთი ადამიანის რაღაც ხუშტურებს“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, საგარეო უწყებამ დღეს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრა გამართა.

"დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო