გორის რაიონულ სასამართლოში გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გუდაურში, 16 თებერვალს მომხდარი ერთი პირის მკვლელობისა და მეორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მერაბ კობიაშვილის სასამართლო პროცესი გორში მიმდინარეობს.

დაკავებულ კობიაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს თამაზ გორთამაშვილის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის მკვლელობის მცდელობისთვის.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, შემდგომ კი ცნობილი გახდა, რომ კობიაშვილის ბრალდების საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ.

ამ წუთებში, გორის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის ხელმძღვანელობით, ე.წ. მოთათბირეების სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ სხდომაზე ნაფიცი მსაჯულებისთვის კითხვარი შედგება, რის შემდეგაც დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა.

პარალელურად, თავად ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის ცემის ფაქტზე ცალკე საქმედ მიმდინარეობს გამოძიება, სადაც 6 პირია ბრალდებული.

ბრალდებული მერაბ კობიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებით სარგებლობდა. ბოლო პერიოდში იგი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა