კახა კალაძე - თუ საჭიროება იქნება დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც და მოემსახურება ქალაქს, დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია სათადარიგო ავტობუსებსაც დაამატებს.

მისი თქმით, დედაქალაქს სულ 700 ავტობუსი ჰყავს.

“დამატებითი რესურსი არის ის ავტობუსები, რომელიც გააჩნია დედაქალაქის მერიას. ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია ნორმალური ცხოვრების პირობებში და ემსახურება ქალაქის მოსახლეობას და თუ ამის საჭიროება იქნება დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ შეაჩერეს, საუკეთესო მაგალითი არ არის. მისივე თქმით, საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო გაჩერებული და არ მიიღეს ის ზომები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ, შედეგებიც ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ . საქართველოს მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მხედველობაში მაქვს ის გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა და ზუსტად ამის გამო, ჩვენ ავიცილეთ ყველაზე დიდი საფრთხე - ადამიანების სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში იყო ძალიან მძიმე შედეგი ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა