გიორგი რურუას საქმის პროკურორი - დაცვა აპელირებდა თითქოს გამომძიებელმა სპეციალურად არ მიუთითა ცეცხლსასროლი იარაღის ნომერი ოქმში, თუმცა, ექსპერტმა ახსნა და გააქარწყლა ეს გარემოება

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა პოლიციელმა ისაუბრა, თუ რა ვითარებაში მოხდა რურუას პირადი ჩხრეკის ჩატარება და როგორ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვა.

„დავკითხეთ 2 მოწმე, ბექა მახარაძე, როელმაც ჩაატარა რურუას ჩხრეკა და ასევე ბალისტიკოსი, ექსპერტი პაატა დუმბაძე. რაც შეეხება ბექა მახარაძის დაკითხვას, მან დაადასტურა ყველა ის გარემოება, თუ რა ვითარებაში მოხდა პირადი ჩხრეკის ჩატარება, რისი ამოღება მოხდა და როგორ მოხდა მისი დალუქვა, ასევე ოქმში ამ გარემოებების ასახვა. ასევე პაატა დუმბაძემ დაცვის მხარეს კითხვებს გასცა პასუხი. ამდენი ხნის განმავლობაში, დაცვა აპელირებდა თითქოს, გამომძიებელმა, რომელიც პირად ჩხრეკას ატარებდა, სპეციალურად არ მიუთითა ცეცხლსასროლი იარაღის ნომერი ოქმში, თუმცა, ექსპერტმა თვალნათლივ ახსნა და გააქარწყლა დაცვის მხარის ეს გარემოება. უშუალოდ შეუძლებელი იყო ცეცლსასროლი იარაღის ნომრის დანახვა და მისი აღწერა, რადგან ნომრის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ იარაღის დაშლისას, რადგან ნომერი მითითებულია შიდა მხარეს“, - განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო