ადვოკატი - ნიკოლოზ ბასილაშვილის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ნელი დოროყაშვილი არათუ გარბის, არამედ ტერიტორიას მშვიდად ტოვებს

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი არათუ გარბის, არამედ, ტერიტორიას ბავშვთან ერთად მშვიდად ტოვებს.

როგორც ირმა ჭკადუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე დაკითხულია არაერთი მოწმე, რომლებიც იგივეს ადასტურებს.

„კამერების ჩანაწერი ამოღებულია, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დოროყაშვილზე არ უძალადიათ. ეს კამერები არის ჭიშკართან და ჩანს, რომ არავინ არსად გარბის. მოწმეებიც არიან დაკითხული, თუ როგორ მშვიდად მიდის ის ბავშვთან ერთად ტერიტორიიდან“, - აცხადებს ჭკადუა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილის მიერ ძალადობის შემდეგ, მას გრძელტარიანი საგნით მამამთილი გამოეკიდა, რის შემდეგაც ყოფილი ქმრის სახლიდან ბავშვთან ერთად გაიქცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო