ირაკლი ხახუბია - დღეიდან ფოთში ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით

ფოთის ცენტრალური საავადმყოფო - "ბომონდი“, რომელიც ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება ქალაქ ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას სრულ ამბულატორიულ და სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს სთავაზობს.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით.

როგორც ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ განაცხადა, 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის და ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები, დაიდგმება კომპიუტერული ტომოგრაფი და ციფრული რენტგენი.

„დღეს ქალაქ ფოთში თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი სამშობიარო კლინიკა გაიხსნა, სადაც ჩვენ თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი. საჯარო და კერძო სექტორ შორის ურთიერთანამშრომლობით ჩვენ შევძელით ქალაქ ფოთის მოსახლეობის თხოვნის შესრულება. 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ასევე შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის , ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები, დაიდგმება კომპიუტერული ტომოგრაფია. მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში დღეიდან ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტის სამშობიარო სახლი, რომელიც პროფესიონალი მედპერსონალით არის დაკომპლექტებული”, - განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ.

საავადმყოფოს საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტი მოემსახურება.

აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს