გია ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს

ეპიდემია – როგორც დიდი ტრანსფორმაციის დასაწყისი! - პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი გია ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს.

მისი შეფასებით, ეპიდემია წარმოშობს ჰუმანურობის ახალ გაგებას: წარმოიქმნება სოციალური საკითხების ახალი გაგება – სოციალური სოლიდარობა; წარმოიქმნება სოლიდარობის ახალი გაგება – სოლიდარობა როგორც ვალდებულება და არა სურვილი.

ეპიდემია წარმოშობს კოლექტიური მოქმედებების საჭიროებას (აუცილებლობას): ინდივიდის უფლებები ტრანსფორმირდება კოლექტიურ უფლებებად: ჯანდაცვა, განათლება, უნივერსალური საბაზო შემოსავალი (UBI), სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა (ენერგიტიკა, საცხოვრებელი), კლიმატი და ა.შ.

ეპიდემია წარმოშობს სახელმწიფოს ძალაუფლების აღდგენას:

  • ესპანეთში – ნაციონალიზებულია (თითქმის) ჯანდაცვა (ჰოსპიტალური);
  • იტალიაში – ავიაცია (Alitalia);
  • ბრიტანეთში – რკინიგზა;
  • გერმანიაში – მიწოდების ჯაჭვები (supply chains)

„ხელახლა ხდება სახელმწიფოს აღმოჩენა, როგორც ინსტრუმენტისა, რომელსაც შეუძლია ფისკალური პოლიტიკითა და მტკიცე პოლიტიკური ზომებით გამოაცოცხლოს, ააღორძინოს, გაზარდოს ეკონომიკა ახლა უკვე საჯარო სიკეთეების გულისათვის;

სახელმწიფოები მზად არიან (გეგმავენ) განახორციელონ მასიური (აქამდე არნახული) ექსპანსია ეკონომიკაში: გარანტირებული კრედიტები კომპანიებისთვის, შემოსავლის სუბსიდირება სამუშაო დაკარგულებისთვის, სოციალური დაცვის სუბსიდირება, ვალების გადავადება … ცოტა ხნის წინ ყველანაირი მემარცხენეები – პოლიტიკური, აკადემიური – მიიჩნევდნენ ამგვარ ზომებს რადიკალურად.

სახელმწიფომ წამოიწია, როგორც ეკონომიკის განსაზღვრისა და წარმართვის რეგულატორმა ძალიან დიდი ძალაუფლებით. მემარცხენეები წესით უნდა მიესალმონ სახელმწიფოს ამგვარ ქმედებას, როგორც „კეინსიანიზმის დაბრუნებას“, ნეოლიბერალიზმის დასასრულს.

მემარცხენეების (საზოგადოების დიდი ნაწილის) ამოცანაა არ გაუშვას ეს ისტორიული შესაძლებლობები, განავრცოს ის არა მხოლოდ ჯანდაცვაზე, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა სფეროებზეც, და არ დაუშვას ამ შესაძლებლობის ისევე სწრაფად გაქრობა, როგორც მისი წარმოშობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ნეოლიბერალიზმის ეპოქაში სახელმწიფო ყოველთვის იყო დომინანტური კორპორატიული და ფინანსური ჯგუფების გარანტორი (მაგალითად, ახორცილებდა სელექციურ ინტერვენციებსაც კრიტიკულ მომენტებში).

დღევანდელი (ანტილიბერალური) ცვლილებების ტრაექტორია არ არის ცალსახა: ჩვენ შეიძლება მივიღოთ ავტორიტარულად კონტროლირებადი კაპიტალიზმი, რომელიც დაიცავს (ვიწრო ჯგუფებს) კორპორატიულ ინტერესებს და მის ფასს დაგვაკისრებს ჩვენ – საზოგადოების უმრავლესობას“ , - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა