შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავების განხილვას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს

შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავების განხილვას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. COVID–19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სამსახურში საგადასახადო დავების განხილვა კვლავ დისტანციურ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სისტემა (VEBEX-ს პროგრამის გამოყენებით) პროცესის მონაწილე მხარეს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველი ადგილიდან აწარმოოს ელექტრონული კომუნიკაცია და საქმის განხილვა.

„დავების დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, წინასწარ ეგზავნება შეტყობინება, რომლის გაცნობაც მას მხოლოდ ორბიჯიანი ავტორიზაციის (ორბიჯიანი ავტორიზაცია რეგისტრირებული პირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა) გავლისა და შესაბამისი იდენტიფიცირების შემდეგ შეუძლია. აღნიშნული სერვისით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფ და შეუფერხებელი საქმისწარმოების განხორციელებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მნიშვნელოვნად მარტივდება გადასახადის გადამხდელთათვის დავის განხილვის პროცესზე დასწრების საკითხი, განსაკუთრებით კი იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან რეგიონებში ან ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ დავის განმხილველ სხდომაზე დასწრებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო