აუდიტის სამსახური - 2019 წელს გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობის ვალის პორტფელისათვის საპროცენტო რისკის ზრდაზე მიუთითებს, რაც გამოიხატება ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილის ზრდით სავალო პორტფელში.

აუდიტის სამსახური საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენებას აქვეყნებს, სადაც მთავრობის ვალთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ 2019 წელს გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს.

ამასთან, როგორც ირკვევა, 2019 წელს მთავრობის ვალის პორტფელის ზრდის, ლარის გაუფასურებისა და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად 2018 წელთან შედარებით, ჯამურად 386.6 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები როგორც საგარეო, ასევე საშინაო სესხებზე და 2,901 მლნ ლარი შეადგინა.

აუდიტის მოხსენებაში სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფო ვალის ფაქტობრივმა ნაშთმა 836 მლნ ლარით გადააჭარბა ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით, ხოლო 4.1 მლნ ლარით - კანონის ცვლილებით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებელს, რაც საშინაო ვალის დაგეგმილზე მეტი მოცულობით (49 მლნ ლარით) გაზრდამ განაპირობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო