ქეთევან ციხელაშვილი - ყოველდღიურად გვაქვს მცდელობა, რომ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ადამიანებს დახმარება მივაწვდინოთ

ყოველდღიურად გვაქვს მცდელობა, რომ ადამიანებს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მივაწვდინოთ დახმარება , - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით აქტუალური გახდა აღნიშნული საჭიროება COVID-19-ის შემდეგ.

„რეგიონში და არც ამ სოფლებში არ არის საკმარისი პროდუქტები, არ არის მედიკამენტები. საუბარი აღარ მაქვს უკვე პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელიც უშუალოდ კოვიდთან გასამკლავებლად არის აუცილებელი. ჩვენ პარტნიორებთან ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ წვდომა მოვიპოვოთ. გვაქვს მზაობა დავეხმაროთ მოსახლეობას არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ ადგილზე. თუ აფხაზეთის მიმართულებით ამას სხვადასხვა არხით მაინც ვახერხებთ, ცხინვალის მიმართულებით ფაქტობრივად შეუძლებელია. აქ საოკუპაციო რეჟიმს აქვს ყრუ კედელი, რომელიც პირველ რიგში ადამიანებს აზიანებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. იქ მოქმედებს ერთადერთი საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ჰუმანიტარული მანდატი. გარკვეულ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოსახლეობას, იგივე პროდუქტების პაკეტებით და ჰიგიენური საშუალებებით. ცხადია, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, რომ მოხერხდეს ამ მოსახლეობის მხარდაჭერა“ , - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს არც ერთი დღე არ შეუწყვეტია სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის.

„პრობლემა ისაა, რომ ეთნიკურად ქართველებს, საუბედუროდ, ეთნიკური ნიშნით ძალიან ხშირად ექმნებათ პრობლემა გადმოკვეთის, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა პაციენტი ჩვენთვის, მიუხედავად ეთნიკურობისა, იქნება ის ოსი, ქართველი, თუ ნებისმიერი სხვა ჩვენი მოსახლე, რა თქმა უნდა, ყოველთვის იღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. COVID-19-ის პერიოდში თითქმის 100 პაციენტი არის ოკუპირებული ორივე რეგიონიდან, რომელიც გადის ან გადიოდა მკურნალობას კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა