ზვიად ძიძიგური - გაერთიანებულ ოპოზიციაში, სადაც დომინანტი „ნაციონალური მოძრაობაა“, ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს

გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც დომინანტი „ნაციონალური მოძრაობაა“, შემიძლია, კატეგორიულად გავემიჯნო, იქ ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამორიცხავს თუ არა მისი პარტიის გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას.

ძიძიგურის თქმით, მის პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს.

„გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც დომინანტი არის „ნაციონალური მოძრაობა“, შემიძლია კატეგორიულად გავემიჯნო და ვთქვა, რომ იქ ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს. არც ამ 8 წლის განმავლობაში და არც იმ 9 წლის განმავლობაში მათთან საქმე არ გვქონია. ჩვენ ვართ ფუნდამენტურად შეუთავსებელი პოლიტიკური გემოვნების. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია“, - განაცხადა ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა