მევლუთ ჩავუშოღლუ - საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც პირადად მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.

„საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში გაღრმავდება ყველა შესაძლო სფეროში და გააგრძელებს ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას“ , - ნათქვამია წერილში.

ჩავუშოღლუ ხაზგასმით აღნიშნავს რომ თურქეთი და საქართველო ერთობლივი ძალებითა და ბრძოლით შეძლებენ COVID-19-ის პანდემიის დამარცხებას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა