აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს, დავით ზალკალიანს შესაბამის წერილს უგზავნის.

„მაქვს პატივი და სიამოვნება, გამოვხატო ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“- ნათქვამია წერილში.

მიმართვაში ელმარ მამადიაროვი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაღრმავდება და გაძლიერდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომლებიც ეფუძნება ურთიერთგაგებას და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ ტრადიციულად კარგი ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის“ , - აღნიშნავს მინისტრი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა