ეკატერინა ზაჰარიევას განცხადებით, ბულგარეთი საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას, სამედიცინო მარაგების სახით 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას გადმოსცემს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზაჰარიევა, თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს ბულგარეთის მხრიდან ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად საქართველოსთვის გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის, სადაც აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.

„COVID-19-ის პანდემია ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, რომელმაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და ძირეული ზიანი მიაყენა საზოგადოებებს. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ პანდემიის შედეგებთან წარმატებით გამკლავების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებით სოლიდარობის გამოვლენაა. დღეს, ბულგარეთის დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჭეშმარიტია როგორც არასდროს!“ - ნათქვამია წერილში.

მინისტრის თქმით, მიუხედავად ბულგარეთში არსებული მრავალი სირთულისა, ქვეყნის მთავრობა არ აპირებს ამ რთულ დროს თავისი პარტნიორების მიტოვებას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გადმოსცეს ჰუმანიტარული დახმარება სამედიცინო მარაგების სახით, რომელიც მოიცავს 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას კორონავირუსთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე მყოფი პირებისთვის.

წერილში აღნიშნულია, რომ დახმარება არის ევროკავშირის ინიციატივის, „ევროპის გუნდისთვის“ ბულგარეთის მხარის კონტრიბუცია, რომელიც განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად პანდემიასა და მის შედეგებთან საბრძოლველად.

„ვიყენებ ამ შესაძლებლობას და თქვენ და ქართველ ხალხს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ“ - წერს ზაჰარიევა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო