პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, ქვეყანას ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციამდე მიიყვანს

მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ, უჭერენ და მომავალშიც მხარს დაუჭერენ ქართველ მეგობრებს დემოკრატიული ფასეულობების არჩევაში და დასავლური სამყაროსადმი მათი კუთვნილების განმტკიცებაში“ , - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში წერს.

მისი თქმით, პოლონელი ერი უცვლელად უჭერს მხარს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ევროპული გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, არა მხოლოდ ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციისკენ მიგვიყვანს, არამედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების განმტკიცებაში.“

ჩაპუტოვიჩი თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს საქართველოს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა