რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროებში

მინდა ვისარგებლო შემხთვევით და გამოვხატო ჩემი კმაყოფილება ჩვენს ქვეყნებსა და ინსტიტუციებს შორის შემდგარ შესანიშნავ დიალოგთან დაკავშირებით. მჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროებში , - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოგდან აურესკუს მისალოც წერილში, სადაც ის, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუმინეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა