ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებთან ერთად 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან მივიდა.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოასწორა და ქვეყანას იგივე მეთოდებით მართავს.

„დღევანდელი ღამე არის ძალიან მძიმე ემოციურად და ამავდროულად, ჩვენი სიამაყის საგანიც, რადგან ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი და ჩვენი ქვეყანა ყოველ 26 მაისს შეხვედროდა მშვიდობიანი, წელში გამართული, ერთიანი და სამართლიანი. სამწუხაროა, რომ დღესაც ქვეყანაში იგივე რეალობაა, რაც იყო წლების წინ და ის ამოცანები, მიზნები და იდეები, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ 26 მაისთან დაკავშირებით, ჯერაც არაა განხორციელებული. არც სუვერენული სახელმწიფო გვაქვს, არც ერთიანი ქვეყანა გვაქვს, არც სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს და არც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა გვაქვს. რაც მთავარია, არ გვაქვს გარანტია, რომ ხვალ, ზეგ იგივე არ განმეორდება, რაც მოხდა 26 მაისს, როდესაც ხელისუფლებამ გაწირა საკუთარი ხალხი, დასაჯა თავისი ხალხი და არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ქვეყანაში სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღდგება და ვერასოდეს ვერავინ გაბედავს ადამიანების უსამართლოდ დასჯას, დაპატიმრებას, ცემას, უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანას და ხელისუფლების მიტაცებს. სამწუხაროა, რომ რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა, იმის გამოსწორება ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ძალიან ბევრი ცუდი გადმოიღო და მართვას იმავე მეთოდებით აგრძელებს, რა მეთოდებითაც წინა ხელისუფლება მართავდა. ეს სამარცხვინო და სამწუხაროა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მინდა გისურვოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული. ჩვენი სამშობლო იყოს ერთიანი, სამართლიანი, იყოს მოსახლეობის კეთილდღეობით ბედნიერი და გისურვებთ იმას, რომ ის მტრული რეჟიმი, მათ შორის პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც გადადის მოსახლეობაზე და ქვეყნის ნორმალურ განვითარებას უშლის ხელს, დამთავრებულიყოს, მწვავე ოპონირებაში და არა მტრობაში გადასულიყოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო