მაიკ პომპეო - აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი შესწირეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.

მომავალ წელს, ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გავამდიდრებთ, რადგან საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და COVID-19- ის პანდემიისგან გამოსვლის მცდელობებს. მსგავსი კრიზისი ჩვენ გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმესა და ღირებულებას.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ , - წერია პომპეოს წერილში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა